Saturday, January 12, 2008
Friday, January 11, 2008
მეგრული ხაჭაპური
მეგრული სამზარეულო განთქმულია გემრიელი საჭმელებით: სულგუნი, ღომი, ელარჯი, მეგრული ხაჭაპური, შებოლილი სულგუნი, მეგრული ხარჩო და სხვა.მეგრული კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით, აქ უხვად ხმარობენ სანელებლებსა და წიწაკას. მეგრული ხაჭაპური კი ყველის სიუხვით. მოგეხსენებათ ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტი ყველია, ამიტომაც გავეცანით სულგუნის მომზადების წესს: ახალამოყვანილ ყველს ვაჩერებთ გარკვეულ დრომდე, როცა ყველი აფუვდება. დავჭრით გრძლად და შემდეგ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და ჩავზილოთ კარგად მთლიანი მასის მიღებამდე. წყლიდან ამოღების შემდეგ ხელით ვაძლევთ სასურველ ფორმას. შემდეგ დავაყრით მარილს. მასის გამაგრების შემდეგ ის მზადაა.შებოლილი სულგუნის შემთხვევაში სულგუნს ჩამოკიდებენ კვამლის თავზე. გარკვეული დროის შემდეგ, როცა სულგუნის ზედაპირი მიიღებს მუქყავისფერ ფერს, იგი მზადაა. მეგრული ხაჭაპურიმასალა: 1კგ ფქვილი, 30-50გ საფუარი, 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე, 5 სუფრის კოვზი ცხიმი, 3-4 ცალი კვერცხი ცომისთვის, 1კგ ყველი, 2-3 ცალი კვერცხი შიგთავსისთვის.მომზადება: გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ცხიმი შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათი. დაფშვენით ყველი დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი მიეცით მრგვალი ფორმა,მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით გასქურაში და გამოაცხვეთ.
Subscribe to:
Posts (Atom)