Thursday, October 23, 2008

ოსური ხაჭაპური

ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)მოვზილოთ ჩვეულებრივი, საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. ამოვაგუნდაოთ, გავბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან შეწითლებამდე.მასალა საჭიროა: პურის ფქვილი –700 გრ.ყველი – 400 გრ.ერბო – 300 გრსულგუნის ხაჭაპურიმასალა საჭიროა.: 350გრ.– პუტის ფქვილიმაწონი – 1ჩ/ჭკვერცხი – 3 ცალი სულგუნი – 500 გრ ერბო – 100 გრ მოვზილოთ ცომი ზემოთ ჩამოთვლილი მასალისაგან. მხოლოდ კვერცხის ცილა ცალკე ავთქვიფოთ და ავურიოთ აფუების შემდეგ. სულგუნი დავჭრათ გრძელი და ბრტყელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ამ ცომში და ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე ერბოში.

ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)მასალა: 700 გრ. პურის ფქვილი, 400გრ. ყველი, 300 გრ. ერბო, 2-3 ს.კ. საფუარი, მარილი- გემოვნების მიხედვით.მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად ერთი საათით. შემდეგ დავყოთ ნაწილებად, ამოვაგუნდაოთ, გავათხელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ყველი და მოვუკრათ თავი. ერბო გავადნოთ ღრმა ტაფაზე, დავდოთ ზედ ხაჭაპური და გამოვაცხოთ ორივე მხარეს შეწითლებამდე.რაჭული ხაჭაპურიმასალა: 700 გრ. პურის ფქვილი, 400 გრ. ყველი, 2ც. კვერცხი, მარილი გემოვნების მიხედვით.ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხედის ფორმა. ჩვეულებრივ ცომს გავათხელებთ ოთხკუთხედად, შუაში დააყრიან კვერცხში არეულ დაფშვნილ ყველს. გადაკეცავენ ოთხივე კუთხეს კონვერტივით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულს და გამოაცხობენ გახურებულ აერღუმელში ან კეცზე.ხაჭაპური საფუარიანი ცომისაგანმასალა: 1კგ. საფუვრიანი ცომი, 800გრ. ძროხის ყველი.საფუვრიანი ცომი გავაბრტყელოთ.ცომზე ბლომად მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი. ცომის ნაპირები შევაერთოთ შუა ადგილას. შემდეგ ხელებით ისევ გავწიოთ,გავაბრტყელოთ და დავაკრათ გახურებულ თიხის კეცზე,ზემოდან დავახუროთ მეორე კეცი. დავაყაროთ ჯერ ნაცარი, შემდეგ კი-ნაკვერჩხლები. დაახლოებით 30-35 წთ-ის შემდეგ ხაჭაპური მზად იქნება.სულუგუნის ხაჭაპურიმასალა: 350გრ. პურის ფქვილი, 1ჩ/ჭ მაწონი, 3ც. კვერცხი, 500გრ. სულუგუნი, 100გრ. ერბო, მარილი გემოვნებით. მოვზილოთ ცომი ზემოთ ჩამოთვლილი მასალისაგან, მხოლოდ კვერცხის ცილა ცალკე ავთქვიფოთ და ავურიოთ აფუების შემდეგ. სულუგუნი დავჭრათ გრძელ და ბრტყელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ამ ცომში და ორივე მხრიდან შევწვათ ტაფაზე, ერბოში. ღია ხაჭაპურიმასალა: 1კგ. პურის ფქვილი, 800გრ.ყველი, 1ჩ/ჭ საფუარი, მარილი გემოვნების მიხედვით.ღია ხაჭაპურს ზემოდან აყრიან კვერცხში ჩაფშვნილ ყველს და ირგვლივ შემოუკეცავენ კიდეებს.გამოცხობის დანარჩენი წესები იგივეა.

No comments: