Thursday, October 23, 2008

ხაჭოიანი ხაჭაპური

ხაჭოიანი ხაჭაპური მასალა: 800გრ. პურის ფქვილი, 400გრ.ხაჭო,200გრ ყველი , 1ჩ.კ.საჭმლის სოდა, 2ც.კვერცხი , 100გრ ერბო, 1ჩ. ჭიქა არაჟანი, მარილი და შაქარი გემოვნების მიხედვით.მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი სოდანარევ თბილ წყალში. ცომი გავყოთ ორ ნაწილად , ამოვაგუნდაოთ, ორივე გავაბრტყელოთ , დავაყაროთ კვერცხში არეული, დაფშვნილი ყველი და ხაჭო. შემდეგ გადავაფაროთ მეორე გათხელებული ცომი . ამოვჭრათ ჭიქით პატარა კვერები , შევუკრათ ნაპირები , მოვხარშოთ ადუღებულ ერბოში, დავაწყოთ თეფშებზე, ბოლოს მოვაყაროთ ცოტა შაქარი და მოვასხათ არაჟანი .

No comments: